თავში

ბიზნესომბუცმენის აპარატი ძლიერდება - ვინ დაიცავს მომხმარებელს

ბიზნესომბუცმენის აპარატი ძლიერდება - ვინ დაიცავს მომხმარებელს
ბიზნესომბუცმენის აპარატი ძლიერდება - ვინ დაიცავს მომხმარებელს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტიც მოხვდა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს აქტიურ რეფორმებს ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. მათ შორის გაძლიერდება ბიზნესთან დიალოგი, კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის და გაძლიერდება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი.

მომხმარებელთა ფედერაციის ხელმზღვანელი მადონა კოიძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუცმენის აპარატის გაძლიერება ცუდი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი მომხმარებელტა დაცვის მექანიზმების შექმნა უნდა ყოფილიყო. კოიძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუცმენი იცავს ბიზნესს, მაგრამ მომხმარებელი დაუცველია. ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს დაალაგებს, შეადგენს თანმაშის სამართლიან წესებს.

"მომხმარაებელთა დაცვის კანონი პარლამენტს უკვე წლებია თაროზე აქვს შემოდებული. სრული განუკითხაობაა ბაზარზე. მოკმხმარებელი ბიზნესის კეთილი ნებისა ამარაა დარჩენილი. ბაზარი მოთხოვნა- მიწოდების პრინციპით რეგულირდება. იმპორტი სრულიად უკონტროლოა. დახლებზე განთავსებული ქართული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევაც ბიზნესოპერატორის სურვილზეა დამოკიდებული. ამ პირობებში რა უნდა ქნას დაზარალებულმა მომხმარებელმა?ამაზე არავინ ფიქრობს," - განაცხადა მადონა კოიძემ.

კოიძის პოზიციას სრულად იზიარებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“. ორგანიზაციის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტმა თამარ გობეჯიშვილმა განმარტა,რომ მომხმარებელტა დაცვისბ შესახებ კანონი ჰაერივით სჭირდება ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას მომხმარებელსა და ბიზბესს შორის. მისივე განმარტებით, ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს ამგვარი კანონმდებლობა და უმეტეს მათგანში არსებობს მომხმარებელთა დამცველი ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესომბუცმენთან იმუშავებს კოორდინირებულად და დაიცავს მომხმარებელთა ინტერესს და უფლებებს.

რაც შეეხება ბიზნესომბუცმენს, ირაკლი ლექვინაძე მიესალმება გიორგი გახარიას ინიციატივას, რომლის მიხედვით, ბიზნესომბუცმენის აპარატი უნდა გაძლიერდეს. 

„მოხარულები ვართ, რომ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ცალკე დაეთმო ადგილი ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხს. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ლეგიტიმაციის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს და მზად ვართ კონსულტაციებისთვის.“- ასე აფასებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მოხვედრას მოქმედი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუდსმენის ოფისის გაძლიერებისთვის კიდევ არის რესურსი და ამ მიმართულებით აპარატში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დანერგვაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, სანამ რეფორმა გატარდება, ან ამოქმედდება რაიმე რეგულაცია, აუცილებელია შეფასდეს, რა გავლენას მოახდეს ის ბიზნესზე. ირაკლი ლექვინაძე დარწმუნებულია, რომ ბიზნესის მოთხოვნის საფუძველზე, ბიზნესომბუდსმენის ოფისისთვის RIA-ს ჩატარების შესაძლებლობის მიცემა შეამცირებს ახალი რეგულირების ნეგატიურ გავლენებს სამეწარმეო საქმიანობაზე. მისივე აზით, უპრიანი იქნებოდა ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნების და შუამდგომლობების ლეგიტიმაციის გაზრდა.

ბიზნესომბუდსმენმა ბოლო წლებში, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. ამ მხრივ გამოყო ბიზნესდავებში მედიაციის როლი და ასევე დმინისტრაციულ დავებში სასამართლო მეგობრის ფუნქცია, რაც, ლექვინაძის შეფასებით, კარგად მუშაობს.

„აქამდე, იმ ლეგიტიმაციის და კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გვაქვს ვცდილობთ ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ოფისის მუშაობის ეფექტურობა, ასახულია ჩვენივე შედეგებში.ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიერებისთვის ჩვენ გადავდგით რიგი ნაბიჯები. მათ შორის, ადმინისტრაციულ დავებში სასამართლო მეგობრის ფუნქციის დამატება. ასევე, დონორებთან თანამშრომლობით ინევსტიციების დაცვის მიმართულებით დავნერგეთ სისტემური პლატფორმა.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system