თავში

ბიზნესს და რიგით მოქალაქეებს სესხების მომსახურება უჭირთ

ბიზნესს და რიგით მოქალაქეებს სესხების მომსახურება უჭირთ
ბიზნესს და რიგით მოქალაქეებს სესხების მომსახურება უჭირთ

გადახდისუნარიანობის კლებამ როგორც ბიზნესს, ასევე რიგით ადამიანებს სერიოზული ფინანსური პრობლემა შეუქმნა, რის გამოც სესხების მომსახურება უფრო და უფრო ჭირს. ეს აშკარად ჩანს ეროვნული ბანკის პროგნოზშიც, სადაც ნავარაუდევია, რომ  უმოქმედო სესხების მოცულობა გაიზრდება. ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომმიზურაშვილი ფიქრობს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ბიზნესი პოზიციებს ვერ გაიუმჯობესებს, რისთვისაც, პირველ რიგში, ეკონომიკა უნდა გაიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ხომიზურაშვილი აღნიშნავს, გადახდისუნარიანობა უფრო იკლებს და საბანკო სექტორის სტაბილურობასაც სერიოზული რისკი შეექმნება.

,,უმოქმედო სესხების ზრდა ჩვეულებრივი მომენტია, რეალურად საკმაოდ დიდი დანაკარგებია საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული და უიმედო სესხების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ  ეკონომიკა გაჩერებულია და კომპანიები ვერ იხდიან ფინანსურ ვალდებულებებს, საბანკო სისტემაშიც პრობლემაა, რაც რეცესიის თანმდევი პროცესია. არ შეიძლება, ეკონომიკა უმოქმედო მდგომარეობაში იყოს და  საბანკო სექტორი მეტნაკლებად ჯანსაღად გამოიყურებოდეს. ასე არსად ხდება, ამიტომ ცხადია, უიმედო სესხების ფაქტორი გაიზრდება, სანამ მდგომარეობა ვერ გაუმ ჯობესდება. შდეგი საბოლოდ დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიხსნება ბიზნეს სექტორი, ჯაჭვური რეაქცია აქვს ამ პროიცესს - სესხების ერთი სფერო თუ ზიანდება, ამას მოჰყვება სხვა ბიზნესის პრობლემაც, ბევრი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ბანკი თვითონაც მძიმე მდგომარეობაშია და ვერავინ დაავალდებულებს, რომ სესხები ჩამოწერონ, ეს სექტორს ჩამოშლის! თუკი დახმარებაზეა საუბარი, პირველ რიგში, უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, მათ შორის კრიზისულ სიტუაციაში", - აცხადებს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ცნობისთვის, როგორც ეროვნული ბანკში ვარაუდობენ, კომერციული ბანკებისთვის წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთული იქნება. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უმოქმედო სესხების ზრდა მოსალოდნელია. წინასწარი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 10%-მდე გაიზრდება.

"საბანკო სექტორში რისკების წინასწარ ასახვა ხდება. იქმნება შესაძლო დანაკარგების რეზერვი და არავინ ელოდება რისკების მატერიალიზებას. ჩვენ დღესაც ვრჩებით იმ პროგნოზზე, რომ ათ პროცენტს მიღწევს უმოქმედო სესხების დონე და შემდეგ დაიწყებს კლებას, თუმცა ეს დამატებით კაპიტალის საჭიროებას და რეზერვების გატარებას არ განაპირბებს,“ - ამბობს პაპუნა ლეჟავა და დასძენს, რომ საბანკო სექტორისთვის 2021 უკეთესი წელი იქნება, ვიდრე 2020 იყო, თუმცა წელს სექტორის წინაშე ბევრი გამოწვევა უცვლელად დარჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system