თავში

ბიზნესს დასაქმებულთა ელ. რეესტრის წარმოების ვალდებულება უჩნდება

ბიზნესს დასაქმებულთა ელ. რეესტრის წარმოების ვალდებულება უჩნდება
ბიზნესს დასაქმებულთა ელ. რეესტრის წარმოების ვალდებულება უჩნდება

გლობალური პანდემიის შედეგად ეკონომიკაში შექმნილმა ვითარებამ, კიდევ უფრო მწვავედ გამოაჩინა პრობლემა, რომელიც უკავშირდება საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობასა და ეკონომიკური სუბიექტების მიერ დაქირავებულთა არასრულყოფილად აღრიცხვას და რომელმაც რიგ შემთხვევებში, გაართულა პანდემიის შედეგად მიზნობრივი სოციალური კომპენსაციის პაკეტების მიღება დაქირავებულთათვის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კომპანიების მხრიდან 2021 წლის პირველი თებერვლიდან სავალდებულო იქნება დაქირავებულ პირთა ახალი ელექტრონული რეესტრის შევსება.

მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს დაქირავებულ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას და შექმნილია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად.

ცვლილების თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია დაქირავებული პირი, შრომითი ურთიერთობების დაწყებამდე დაარეგისტრიროს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ივსება დამქირავებლის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (eservices.rs.ge), პირად ავტორიზებულ პორტალზე არსებულ სპეციალურ ჩანართში, სადაც მიეთითება დაქირავებულ ფიზიკური პირთა შესახებ ინფორმაცია (პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი). აქვე, აღვნიშნავთ, რომ დასაქმებულს საკუთარი ავტორიზებული გვერდიდან, ექნება შესაძლებლობა გადაამოწმოს დასაქმებულ პირთა რეესტრში მის შესახებ არსებული ინფორმაცია.

დამქირავებლის მიერ შესაბამისი რეესტრის შევსების წესის შესახებ, მომზადებულია დეტალური ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც განთავსებულია უწყების ვებგვერდზე:

https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=167

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system