თავში

ბიზნესსექორსში დასაქმების მაჩვენებელი 3.7%-ით გაიზარდა

ბიზნესსექორსში დასაქმების მაჩვენებელი 3.7%-ით გაიზარდა
ბიზნესსექორსში დასაქმების მაჩვენებელი 3.7%-ით გაიზარდა

2018 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 734.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.2 პროცენტი ქალი, ხოლო 59.8 პროცენტი - კაცია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 45.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 679.5 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 4.1 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები კი პერსონალზე - 9 046.4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 12.4 პროცენტით მეტი).

„2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.8 პროცენტი, 12.7 პროცენტი და 10.1 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (9.9 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (7.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (6.2 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2018 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით გაიზარდა და 86.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს მთლიანი ბრუნვის 49.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 29.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system