თავში

ბიზნესსექტორის ბრუნვა 20.7 პროცენტით გაიზარდა

ბიზნესსექტორის ბრუნვა 20.7 პროცენტით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით გაიზარდა და 86.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2018 წელს მისი მოცულობა 41.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს მთლიანი ბრუნვის 49.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 29.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების 40.4 პროცენტი, საშუალოზე - 26.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.0 პროცენტი მოდის.

ოფიციალური მონაცემებით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წელს 56.7 მლრდ ლარი (გასულ წლთან შედარებით 11.6 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 35.9 მლრდ ლარი შეადგინა (გასულ წლთან შედარებით 13.6 პროცენტით მეტი).

"2018 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 43.2პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 16.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდისდამამუშავებელი მრეწველობა - 10.6 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 8.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.8 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის,ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი12.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება. 2018 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებსიკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.9 პროცენტი) და მშენებლობა (18.7 პროცენტი),შემდეგ მოდის ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.7 პროცენტიანიწილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2 პროცენტიანი წილი უჭირავს,"-ვკითხულობთ "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system