თავში

ბიზნესსესხებს მთავრობა დააზღვევს

ბიზნესსესხებს მთავრობა დააზღვევს
ბიზნესსესხებს მთავრობა დააზღვევს

ჩვენი ვალდებულებაა, ასევე ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა, რომელზეც მუშაობა კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მიმდინარეობს, რათა შემუშავებული იქნას კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორების გამოწვევებს პასუხობს.
„2 მილიარდი ლარის ფარგლებში, აღნიშნული პაკეტი გულისხმობს, ბიზნესსაქმიანობების არსებულ კრიზისულ პერიოდში მხარდაჭერას. პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილების და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნება, მეორე ნაწილი კი ემსახურება მოქალაქეთა დახმარებას ამ რთულ პერიოდში. ჩვენი ვალდებულებაა, ასევე ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება და ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სფეროსთან, რათა მათზე ორიენტირებული და მიზნობრივი მექანიზმები შევთავაზოთ. სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლონ, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებული, რომ კომპანიები შეძლებენ თავიანთი სესხების მომსახურებას“, - განაცხხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system