თავში

ბიზნესვიზიტორებისთვის სავალდებულო covid-კვლევები ფასიანი იქნება

ბიზნესვიზიტორებისთვის სავალდებულო covid-კვლევები ფასიანი იქნება
ბიზნესვიზიტორებისთვის სავალდებულო covid-კვლევები ფასიანი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ბიზნესვიზიტორებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ქართული მხარე ორ არჩევანს სთავაზობს:

1. PCR ტესტის გაკეთება თავიანთი ხარჯებით, 

2. ან ფასიანი კარანტინის გავლა.

„თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება არჩიონ ეს ფასიანი კარანტინი და ამით თან ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან და ჩვენც დაგვიცავენ ეპიდემიოლოგიურად. ასევე შეუძლიათ გააკეთონ იგივე ტესტირების მეშვეობით. ე.წ.,  PCR ტესტი, რომელიც ყველაზე ზუსტია, უნდა იქნეს შეძენილი თვითონ ამ ბიზნესვიზიტორების ხარჯზე და ყოველ მესამე დღეს უნდა გაკეთდეს ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ქვეშ, ქვეყანაში შემოსავლიდან პირველი 14 დღის განმავლობაში," – განაცხადა თურნავამ.

უწყების ცნობით, ბიზნსვიზიტორებისთვის დეტალურად რეგულაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, საქმიანი ტურიზმი ტურიზმის ერთ–ერთი ღირებული მიმართულებაა, რომელიც მთელს მსოფლიოში ყველგან ყველაზე მაღალი ხარჯვითი უნარის მქონე ვიზიტორებს იზიდავს. ის როგორც წესი, თან ახლავს საერთაშორისო ღონისძიებებს, კონფერენციებს, ფორუმებს, ასოციაციების შეხვედრებს ტრეინინგებს.

ცნობისთვის, დღეიდან ტრეინინგებისა და კონფერენციების ჩატარება უკვე ნებადართულია. ღონისძიებები ჩატარდება წესების დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად. პროტოკოლი კი ასეთია: ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე, მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება, სადაც დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, პირბადის ტარება სავალადებულო იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system