თავში

 ბიზნესვიზიტორებს მთავრობა ორ ალტერნატივას სთავაზობს

 ბიზნესვიზიტორებს მთავრობა ორ ალტერნატივას სთავაზობს
 ბიზნესვიზიტორებს მთავრობა ორ ალტერნატივას სთავაზობს

"ბიზნესვიზიტორებს ვთავაზობთ ორ ალტერნატივას – თუ ხანგრძლივი დროით ჩამოდიან, შესაძლოა, არჩიონ 2-კვირიანი კარანტინი თავისი ხარჯით, მაგრამ შესანიშნავ მომსახურებას ვთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა წერტილში, ჩვენს სასტუმროებში, ან თუ უფრო მოკლევადიანი ვიზიტია, შეიძლება, აირჩიონ რეგულარული „პისიარ“ ტესტირება, სამ დღეში ერთხელ ჩაიტარებენ „პისიარ“ ტესტს პირველი 14 დღის განმავლობაში," -  ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მიონისტრის ვარაუდით, საქმიანი ვიზიტორები დროის დაზოგვის მიზნით ტესტირების ჩატარებას ამჯობინებენ.

"როგორც წესი, უფრო ნაკლები დროით ჩამოდის ბიზნესვიზიტორი, რადგან დრო ძალიან ძვირად ფასობს. აქედან გამომდინარე, ალბათ ამ მეორე ოფციას აირჩევს, ჩაიტარებს რამდენიმე „პისიარ“ ტესტს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მეტი ინვესტორის მოსაზიდად, ქვეყნებს შორის შეუფერხებელი მიმოსვლა უმმნიშვნელოვანესია.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბიზნესვიზიტორებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ეკონომიკაში ისევ აღმავალ ტრენდს, განხორციელდეს ჩვენი პრაქტიკული საინვესტიციო პოლიტიკა, რათა მოვიზიდოთ მეტი ინვესტორი, რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის შეუფერხებელი მიმოსვლა ბიზნესვიზიტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება," - ამბობს მინისტრი თურნავა.

შეგახსენებთ, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.

ბიზნესვიზიტორებისთვის სავალდებულო covid-კვლევები ფასიანი იქნება.

საქმიანი ტურიზმი ტურიზმის ერთ–ერთი ღირებული მიმართულებაა, რომელიც მთელს მსოფლიოში ყველგან ყველაზე მაღალი ხარჯვითი უნარის მქონე ვიზიტორებს იზიდავს. ის როგორც წესი, თან ახლავს საერთაშორისო ღონისძიებებს, კონფერენციებს, ფორუმებს, ასოციაციების შეხვედრებს ტრეინინგებს.

ცნობისთვის, ტრეინინგებისა და კონფერენციების ჩატარება უკვე ნებადართულია. ღონისძიებები ჩატარდება წესების დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად. პროტოკოლი კი ასეთია: ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე, მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება, სადაც დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, პირბადის ტარება სავალადებულო იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system