თავში

BLACKBERRY-ს ეპოქა დასრულდა - მობილურები გამოირთო

BLACKBERRY-ს ეპოქა დასრულდა - მობილურები გამოირთო
BLACKBERRY-ს ეპოქა დასრულდა - მობილურები გამოირთო

BlackBerry კლასიკური სმარტფონების მომსახურებას წყვეტს. კომპანია შეწყვეტს ყველა მოწყობილობის მომსახურებას, რომელსაც არ აქვს დაინსტალირებული Android პროგრამული უზრუნველყოფა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

22 დეკემბრის განცხადებაში კომპანიამ  მომხმარებლებს შეახსენა, რომ სმარტფონები 3 იანვრის შემდეგ აღარ იქნება მხარდაჭერილი. ეს შეეხება BlackBerry 10, OS 7.1 და უფრო ადრინდელ მოდელებს.

BlackBerry ოდესღაც ძლიერი მოთამაშე იყო მობილური ტელეფონების სამყაროში. 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში მოწყობილობებს ამაყად ატარებდნენ როგორც ვარსკვლავები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

2009 და 2010 წლებში კომპანიამ გაყიდვების პიკს მიაღწია. BlackBerry ფლობდა გლობალური სმარტფონების ბაზრის თითქმის 20%-ს.  მაგრამ iPhone-ების და ანდროიდის სენსორული მოწყობილობების გამოჩენასთან ერთად, ტელეფონის გაყიდვები შემცირდა. 

Statista-ს მონაცემებით, კომპანიას ჯერ კიდევ ჰყავს ათასობით თანამშრომელი, ხოლო  2020 წელს მას $1 მილიარდი დოლარის შემოსავალი ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system