თავში

Bloomberg-მა უმდიდრესი ოჯახების სია გამოაქვეყნა

Bloomberg-მა უმდიდრესი ოჯახების სია გამოაქვეყნა
Bloomberg-მა უმდიდრესი ოჯახების სია გამოაქვეყნა

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ის მფლობელები, უოლტონები არიან.

წლის განმავლობაში, უოლტონების ქონება 23 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახი საერთო ჯამში 1,7 ტრილიონ დოლარს ფლობს.

სიის ათეულში შედის:

უოლტონის ოჯახი (Walmart სუპერმარკეტების ქსელის მფლობელები) - ქონება 238,2 მილიარდი დოლარი;

მარსის ოჯახი (ფლობს საკონდიტრო ბიზნესს და ცხოველების მოვლის პროდუქტებს) - $ 141,9 მილიარდი;

კოხის ოჯახი (Koch Industries–ის მფლობელები) - 124,4 მილიარდი დოლარი;

ჰერმესის ოჯახი (საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი მოდის სახლის მფლობელები) - 111,6 მილიარდი დოლარი;

ალ საუდის დინასტია (საუდის არაბეთის მმართველი სამეფო დინასტია) - 100 მილიარდი დოლარის ქონება;

ამბანის ოჯახი (ინდოეთის უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანიის Reliance Industries მფლობელები) - ქონება 93,7 მილიარდი დოლარი;

ვერტჰაიმერის ოჯახი (შანელის მოდის სახლის მფლობელები) - ქონება 61.8 მილიარდი დოლარი;

ჯონსონის ოჯახი (ფლობს Fidelity Investments საინვესტიციო ფონდს) - ქონება 61,2 მილიარდი დოლარი;

ტომსონების ოჯახი (მედია კორპორაციის Thomson Reuters–ის მფლობელები) - ქონება 61.8 მილიარდი დოლარი;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system