თავში

Bmatch პლატფორმა კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

​Bmatch პლატფორმა კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია
Bmatch პლატფორმა კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.  ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული ბანკიდან (სებ) აცნობეს.

სებ-ის განმარტებით, სავალუტო ბაზრის რეფორმის პირველი ეტაპი 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება, რაც ბლუმბერგის Bmatch პლატფორმის სრული დატვირთვით ამოქმედებას და კომპანიების ეტაპობრივ ჩართვას გულისხმობს. 

1 ოქტომბრიდან ლარის კურსი ახლებურად დადგინდება. მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომერციულ ბანკებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ აღნიშნული სერვისი კლიენტებს მანამდეც შესთავაზონ. 

 "ბაზისბანკი" პირველი ბანკი იყო, რომელმაც სრულყოფილად გამართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და განაცხადა Bmatch სერვისის ამოქმედების შესახებ. ბლუმბერგის სისტემაში პირველი კლიენტის განაცხადი უკვე განთავსდა და პირველი გარიგებაც დაიდო, რასაც მთლიანობაში რამდენიმე წუთი დასჭირდა.

Bmatch პლატფორმაში, რომელიც სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მარტიდან მოქმედებს, დღეისათვის ვაჭრობენ ქართული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კომპანიები. ასევე, სისტემაში ერთი უცხოური საინვესტიციო ფონდია ჩართული.

ეროვნული ბანკი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას განაგრძობს. ორი შეხვედრა კომპანიებთან უკვე შედგა, ხოლო შემდეგი შეხვედრა 30 სექტემბერს შედგება. 

"კლიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს კომერციული ბანკებიც მართავენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პლატფორმის და წესების შესახებ ინფორმირებულები იყოს ყველა მხარე, განსაკუთრებით კი კლიენტები, რათა მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ და სრულად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც სავალუტო ბაზრის რეფორმა იძლევა. სავალუტო ბაზრის რეფორმის ფარგლებში, პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესებიც. დოკუმენტები უკვე განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (წესი 1, წესი 2)," - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ ახალი წესი და Bmatch პლატფორმა სავალუტო ბაზრის მასშტაბური რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია სავალუტო ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ახალი მიდგომების დანერგვა, უფრო მეტი გამჭვირვალობის მიღწევა, კონკურენციის გაზრდა და მომხარებელთა უფლებების უკეთ დაცვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system