თავში

Boeing-ს უსაფრთხოების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ

Boeing-ს უსაფრთხოების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ
Boeing-ს უსაფრთხოების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ

ამერიკელი კანონმდებლები Boeing-ს მოგების მიზნით სიმართლის დამალვაში ადანაშაულებენ. ამერიკელ სენატორებს მიაჩნიათ, რომ Boeing-მა იცოდა ავტომატური კონტროლის სისტემაში არსებული ხარვეზის შესახებ, თუმცა ეს განზრახ დამალეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრალდებების შესახებ განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის სენატის ვაჭრობის კომიტეტში Boeing-ის აღმასრულებელ დირექტორს დენის მუილენბურგს მოუსმინეს. სენატორების თქმით, Boeing-მა პირველ ადგილზე დააყენა მოგება და არა უსაფრთხოება, ვინაიდან ფრენების შესახებ ნებართვის მოპოვება დააჩქარა.

კომპანია Boeing-მა აღიარა, რომ ინდონეზიაში 737 Max-ის თვითმფრინავის კატასტროფამდე ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იცოდა, რომ მისი მუშაობის სისტემაში პრობლემები იყო. ეთიოპიაში Boeing-ის თვითმფრინავი 10 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.

Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა. 2019 წლის მარტიდან Boeing 737 MAX-ის ფრენები და მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეჩერებული.

კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების მსხვერპლთა ოჯახებს 100 მილიონ დოლარს გადაუხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system