თავში

ბოლო 8 წელში საქართველოში მედიაბაზარი თითქმის გაორმაგდა

ბოლო 8 წელში საქართველოში მედიაბაზარი თითქმის გაორმაგდა
ბოლო 8 წელში საქართველოში მედიაბაზარი თითქმის გაორმაგდა

2019 წელს საქართველოში სულ 100 არხი მაუწყებლობდა,მაშინ როცა 2012 წლამდე, რეგიონალური და საკაბელო მაუწყებლების ჩათვლით, სულ 54 ტელევიზია იყო. ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში.

კომისიის განმარტებით, ტელემაუწყებლობის განსახორციელებლად დღეს საქართველოში არსებული მედია პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია. 

კომისიის განმარტებით, 2012 წელს კანონმდებლობის ცვლილების შედეგად, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს 10 დღეში აქვს შესაძლებლობა ყოველგვარი ბარიერების გარეშე დაიწყოს მაუწყებლობა. 

კომისიის ცნობით, მაუწყებლობის დასაწყებად არსებული პროცედურები მინიმუმამდეა დაყვანილი და ლიცენზიის აღების ნაცვლად, მხოლოდ მარტივი ავტორიზაციის პროცესია საჭირო. ავტორიზაციის პროცედურა თითქმის იგივეა, რაც ვებ-გვერდზე რეგისტრაცია (მაგ.: მეილისა და პაროლის შეყვანა და რეგისტრაცია). 

"პროცედურების გამარტივებამ და ლიბერალურმა პოლიტიკამ მაუწყებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა და დღეს მედია უფრო მრავალფეროვანია. 2012 წლამდე ტელემაუწყებლობის დასაწყებად ლიცენზიის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ქვეყანაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით, სულ 4 ეროვნული მაუწყებელი არსებობდა. 

2019 წლის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 20 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2019 წელს საქართველოში სულ 100 არხი მაუწყებლობდა,მაშინ როცა 2012 წლამდე, რეგიონალური და საკაბელო მაუწყებლების ჩათვლით, სულ 54 ტელევიზია იყო. 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების შესაბამისად, საქართველოში სულ 89 სატელევიზიო და 55 რადიო მაუწყებელი იყო," - აღნიშნულია 2019 წლის მიმოხილვაში. 

დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მაუწყებლობის დარგში 110 მოქმედი პირი დაფიქსირდა. მაუწყებლობიდან 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 3-მა პირმა მიიღო (B კატეგორიის51 კომპანიები) და მათ მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი მთელი შემოსავლის 63% იყო, ხოლო იმ პირების ჯამურმა შემოსავალმა, ვინც 2019 წელს 100,000 ლარზე ნაკლები მიიღო (E კატეგორიის 69 პირი) მთელი შემოსავლების 2%-ს შეადგენდა.

მიღებული ჯამური შემოსავალი მთელი შემოსავლის 63% იყო, ხოლო იმ პირების ჯამურმა შემოსავალმა, ვინც 2019 წელს 100,000 ლარზე ნაკლები მიიღო (E კატეგორიის 69 პირი) მთელი შემოსავლების 2%-ს შეადგენდა. 2019 წელს მაუწყებლობიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 104,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2018 წელს 95,1 მლნ ლარს წარმოადგენდა. მიღებული შემოსავლიდან 95,5 მლნ ლარი სატელევიზიო მაუწყებლებზე, ხოლოდ 9,3 მლნ ლარი რადიოზე მოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system