თავში

ბოლო 9 წელიწადში საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქე შიმშილობს

ბოლო 9 წელიწადში საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქე შიმშილობს

მიმდინარე თვეში „გლობალური შიმშილის ინდექსი“ გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილზე იმყოფება. კვლევას Concern Worldwide-ი ატარებს და 117 ქვეყანას მოიცავს. კვლევის ფარგლებში მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოები გათვალისწინებული არ არის.ანგარიშის მიხედვით, შიმშილის ინდექსში 2005 წელთან შედარებით 2019 წელს საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებული აქვს, თუმცა 2019 წლის მონაცემი 2010 წელთან შედარებით გაუარესებულია.

ინდექსი 4 კრიტერიუმით ითვლება: არასაკმარისი კვება (მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებს), წონის ნაკლებობა ბავშვებში, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა.

საქართველოს რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებლები ასეთია:

– მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება – 7.9%;

– 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები – 4.3%;

– ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები – 10.5%;

– 5 წლამდე სიკვდილიანობა – 1.1.%

საქართველოზე უკან რეიტინგში არიან თურქმენეთი, მონღოლეთი და ყირგიზეთი. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ უკრაინასა და ბელარუსს.

ცნობისთვის, შედეგების მიხედვით, ამ კუთხით სერიოზული და საგანგაშო ვითარება შესწავლილი ქვეყნებიდან 47-შია, განსაკუთრებით საგანგაშო კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system