თავში

ბოლო 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

ბოლო 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა
ბოლო 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

საქსტატმა დღეს 2019 წლის სექტემბრის ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.


2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, დამამუშავებელ მრეწველობაში.

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.

წლის 9 თვის განმავლობაში ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 11.1%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 15.7%-იანმა ზრდამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system