თავში

ბოლო ერთ კვირაში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 204%-ით გაიზარდა

ბოლო ერთ კვირაში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 204%-ით გაიზარდა
ბოლო ერთ კვირაში აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები 204%-ით გაიზარდა

7-13 სექტემბრის კვირაში ფულადი გზავნილები წ/წ 12%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვიტ, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. 

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდა 31-6 სექტემბრის კვირაში 289%-ზე დაფიქსირდა, ხოლო 7-13 სექტემბრის კვირაში ზრდამ 204%-ი შეადგინა. 

უკრაინის შემთხვევაში ბოლო კვირას ფულადი გზავნილები გაზრდილია 222%-ით. 

რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია. 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი უარყოფითი გახდა 7-13 სექტემბრის კვირაში.

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს და გაიზარდა, წინა კვირასთან შედარებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system