თავში

ბოლო ხუთ თვეში საქართველოს ლარში აზერბაიჯანის ვალი შეუმცირდა

ბოლო ხუთ თვეში საქართველოს ლარში აზერბაიჯანის ვალი შეუმცირდა
ბოლო ხუთ თვეში საქართველოს ლარში აზერბაიჯანის ვალი შეუმცირდა

თებერვლის ბოლოდან საქართველოს ლარში აზერბაიჯანის დავალიანება შეუქცევადად ეზრდება. საქართველოს აზერბაიჯანის ვალი ლარში გაეზარდა ბოლო ერთ თვეშიც. დოლარში საქართველოს აზერბაიჯანის მიმართ დავალიანება უცვლელია. მიზეზი ლარის გაუფასურებაა დოლართან მიმართებაში. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის აპრილის 30 მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის 5 მლნ. დოლარის ეკვივალენტური 17, 438 ლარი მართებს, მაშინ, როცა 2021 წლის 31 მარტში ის 17,244 მლნ. ლარი იყო, ხოლო 2021 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის 5 მილიონი დოლარი და მისი ეკვივალენტური 16.8 მლნ. ლარი მართებდა.

მართალია, თებერვლის შემდეგ, ლარის გაუფასურების გამო, დოლარში აღებული ვალი ქვეყანას ლარში ეზრდება, თუმცა, ხუთთვიან ჭრილში (ნოემბრის შემდეგ) დაახლოებით 1,4 მილიონი ლარით აქვს შემცირებული ამ ქვეყნის მიმართ დავალიანება: 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის მიმართ სავალო ვალდებულებები 18.1 მლნ ლარს უტოლდებოდა, ხოლო 1 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანას მეზობელი აზერბაიჯანის 18, 8 მილიონი ლარი მართებდა. ამჟამად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვალი 17.4 ლარს უტოლდება.

ლარის გაუფასურებამ საქართველოს ბოლო თვეებში სხვა მეზობელი ქვეყნების ვალიც გაუზარდა. 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს თურქეთის 33,7 მლნ. დოლარის ვალი აქვს.  თურქეთის მიმართ არსებული საქართველოს 9.7 მილიონი დოლარის დავალიანება თებერვლის ბოლოს ლარში 32.5 მილიონს უტოლდებოდა, ხოლო მარტში ამ ქვეყნის ვალი ლარში 33,3 მილიონამდე გაიზარდა.

2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სომხეთის 17.6 მლნ დოლარის ვალი მართებს, ამ ქვეყნის მიმართ საქართველოს სესხი დოლარში  5.1 მლნ-ს უტოლდება, რაც თებარვალში 17 მილიონამდე ლარს უტოლდებოდა, ხოლო მარტის ბოლოს მეზობელი ქვეყნის ვალი საქართველოს ლარში 17.4 მილიონამდე გაეზარდა.

ამჟამად საქართველოს რუსეთის 37,5 მლნ. დოლარის, იგივე 129 276 ლარის ვალი ერიცხება, თუმვა მარტის ბოლოს ის  127,8 მლნ. დოლარის მოცულობის იყო, თებერვალში კი ჩრდილო მეზობლის მიმართ ქვეყანას ლარში 124.6 მილიონიანი სავალო ვალდებულება ჰქონდა.

2021 წლის 30 აპრილისთვის, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი $8 მილიარდ დოლარს, ანუ 27.6 მილიარდ ლარს შეადგენს. 2021 წლის იანვართან შედარებით საგარეო ვალი $215 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ლარში სახელმწიფო საგარეო ვალი 1.89 მილიარდი ლარით გაიზარდა. მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა და 7,720 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system