თავში

ბოლო კვირაში ფულადი შემოდინებები 13%-ით გაიზარდა

ბოლო კვირაში ფულადი შემოდინებები 13%-ით გაიზარდა
ბოლო კვირაში ფულადი შემოდინებები 13%-ით გაიზარდა

12-18 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები 13%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. 

რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ უარყოფითია და -13% შეადგინა. 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 12-18 ოქტომბრის პერიოდში კვლავ დადებითი გახდა. 

სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ დადებით ნიშნულზეა და წ/წ +33% შეადგინა.

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან წინა კვირასთან შედარებით შემცირდა, თუმცა კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system