თავში

ბოლო ოთხ თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა გაეზარდა

ბოლო ოთხ თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა გაეზარდა
ბოლო ოთხ თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა გაეზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 929.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 199.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, (19.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარი (10.1 პროცენტით მეტი).

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 531.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system