თავში

ბოლო შვიდი თვეა რძის საერთაშორისო ფასი უწყვეტად იზრდება

ბოლო შვიდი თვეა რძის საერთაშორისო ფასი უწყვეტად იზრდება
ბოლო შვიდი თვეა რძის საერთაშორისო ფასი უწყვეტად იზრდება

3.2%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების საერთაშორისო ფასები. ამის შესახებ აღნიშნულია FAO-ს ფასების ინდექსში, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექს უწყვეტად იზრდებოდა ბოლო შვიდი თვის მანძილზე. 

აღნიშნულის მიზეზად გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მსოფლიოში, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში, რძესა და რძის პროდუქტებზე გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს.

მიუხედავად ამისა, 2020-ში რძის ფასების ინდექსის საშუალო ქულა, 1.0%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის მაჩვენებელს, ანუ წლიურ ჭრილში რძისა და რძის პროდუქტების საერთაშორიუსო ფასი 1.0%-ით არის გაიაფებული.

რაც შეეხება, რძის ადგილობრივ ფასს, საქართველოში 2020 წლის დეკემბერში რძე და ყველი 11.3 პროცენტითაა გაძვირებული, 2019 წლის დეკემბერთან შედარებთ. რძის პროდუქტები საქართველოში გაძვირებულია 30-დღიან ჭრილშიც. ანუ 2020 წლის დეკემბერში რძესა და ყველზე ფასები 4.2 პროცენტითაა მომატებული 2020 წლის ნოემბერთან შედარებით. 

შეგახსენებთ, საქართველომ რძის წარმოება მცირედით გაზარდა. 2020 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია.

შეგახსენებთ, რძეს "თეთრ ოქროს" უწოდებენ მისი უდანაკარგო წარმოების ციკლის გამო და სპეციალისტები სახელმწიფოს მერძევეობის სექტორისადმი მეტ ყურადღებას ურჩევენ. სახელმწიფო მერძევეობის განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამას ამუშავებს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაფორმებულია 120 ხელშეკრულება, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 6.8 მლნ. ლარზე მეტი.

საქართველოში რძის იმპორტი იკლებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია.

უპრეცედენტოდ მაღალია ყველის ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მისი მასშტაბები, იმპორტთან შედარებით, კვლავ ბევრად მცირეა. ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში დაექსპორტდა.

შემცირებულია ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით.

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან).
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system