თავში

ბოლო წლებში რუსეთს საქართველოს მეტი მოქალაქე ტოვებს

ბოლო წლებში რუსეთს საქართველოს მეტი მოქალაქე ტოვებს
ბოლო წლებში რუსეთს საქართველოს მეტი მოქალაქე ტოვებს

მიგრაციის 2019 წლის პროფილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, გაზრდილია. ხოლო იქ ჩასული ადამიანების რაოდენობა კლებულობს. შედეგად, რუსეთში საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციული სალდო შემცირდა. მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის დოკუმენტშია აღნიშნული,  რუსეთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთის ემიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანაა.

ბოლო 3 წლის სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, მაგალითად, 2016 წელს რუსეთში საქართველოს 6, 511 მოქალაქე ჩავიდა, უკან კი 4, 217 დაბრუნდა. 2017 წლის მონაცემით, რუსეთში ჩასულთა რაოდენობა 6,809 ადამიანს შეადგენს, ქვეყანა კი 4,223-მა მოქალაქემ დატოვა. რაც შეეხება წინა წლის სტატისტიკას, 2018 წელს რუსეთში 6 345 მოქალაქე ჩავიდა, უკან კი 4 314 დაბრუნდა.

ანგარიშის მონაცემებით, რუსეთში საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობა 450 ათასს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, 76 367 ემიგრანტი 2018 წელს დაფიქსირდა. საქართველოდან წასული ემიგრანტების 57% მამაკაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system