თავში

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება

​ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გაფართოება იგეგმება. 

მთავრობის ამ ინიციატივას პარლამენტი დღეს განიხილავს.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონშემოქმედებითი გეგმა, რომელშიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გაფართოებაზეა საუბარი, პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. 

2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იყოს 151 000 ლარი, რომელიც საჭირო იქნება ხარაგაულის ეროვნულ ადმინისტრაციაში დამატებით ექვსი თანამშრომლის ასაყვანად და მათი აღჭურვისათვის.

როგორც მთავრობა განმარტავს, ცვლილების მიზანია, დიდი ზომის ძუძუმწოვრებისა და საქართველოს წითელი ნუსხის ორი სახეობის, კავკასიური კეთილშობილი ირმისა და კავკასიური არჩვისთვის ეკოლოგიური დერეფნების შექმნა დასავლეთ მცირე კავკასიონზე.

შეგახსენებთ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის წარდგენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, 119 კანონპროექტის ინიცირება იგეგმება. კანონპროექტები მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და იურიდიული მიმართულებით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს.

აღნიშნული გეგმა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system