თავში

ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა

ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა
ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა

2021 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები შემცირდა 5.4 პროცენტით. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ინფლაციის აპრილის ანგარიშიდან. ეს პროდუქტები გაიაფებულია წლიურ ჭრილში, ანუ 2021 წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები შემცირებულია  22.2 პროცენტით.

2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში ბოსტნეული და ბაღჩეული 6.1 პროცენტით გაძვირდა.  მაშინ ამის მიზეზად აგროსპეციალისტებმა სეზონურობა დაასახელეს. მათი განმარტებით, ბოსტნეულის უმეტესობა გაზაფხულიდან შემოდგომამდე მოდის, ამიტომაც ზამთარი ამ კულტურებისთვის არასეზონური პერიოდია და, როგორც წესი, ამ დროს პროდუქტი ძვირდება. მათივე განმარტებით, ქვეყანაში თითქმის ნულოვან დონეზეა განვითარებული სასწყობო მეურნეობა, ამიტომაც ფერმერებს პროდუქციის შენახვის შესაძლებლობა არ აქვს და ქვეყანა არასეზონურ პერიოდში თითქმის მთლიანად იმპორტზე ხდება დამოკიდებული, რაც ადგილობრივ ბაზარზე მის ფასს ზრდის.

შეგახსენებთ, 2020 წლის დეკემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 3.3 პროცენტითაა გაძვირებული 2019 წლის ნოემბერთან შედარებით. ხილბოსტანი 2020 წლის დეკემბერში გაძვირებულია ერთი თვის ჭრილშიც. ანუ 2020 წლის დეკემბერში ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები მომატებულია 6.5 პროცენტით იმავე წლის ნოემბერთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system