თავში

ბოტანიკურ ბაღში კოტეჯების მოსაწყობად 159 776 ლარი დაიხარჯა

ბოტანიკურ ბაღში კოტეჯების მოსაწყობად 159 776 ლარი დაიხარჯა
ბოტანიკურ ბაღში კოტეჯების მოსაწყობად 159 776 ლარი დაიხარჯა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მომსახურე პერსონალის შრომისა და დასვენების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ტიპის ხის კოტეჯები მოეწყო.

ამის შესახებ report.ge-ს თბილისი მერიიდაბ აცნობეს. 

უწყების განმარტებით, სამუშაოების ღირებულებამ 159 776 ლარი შეადგინა.მათივე შეფასებით, ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტთან ვიზუალურად მორგებულ ეკომეგობრულ კოტეჯებში, რომლებიც ამ ეტაპზე ორ კოლაციაზეა განთავსებული, მოწყობილია გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები.

"მებაღეებისა და მომსახურე პერსონალის შრომის პირობებზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რის გამოც ორგანიზაციის საჭიროების გათვალისწინებით, პროეტი მომავალშიც გაგრძელდება," - აცხადებენ თბილისის მერიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system