თავში

BP-მ 7,78 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება მიიღო

BP-მ 7,78 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება მიიღო
BP-მ 7,78 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება მიიღო

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბრიტანულმა BP–მა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიიღო სუფთა მოგება 7,78 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო ერთი წლის წინ კომპანიამ დააფიქსირა სუფთა ზარალი 21,21 მილიარდი დოლარის ოდენობით. ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ მასალებში.

შემოსავალი გაიზარდა 43%-ით წლიურ გამოხატულებაში და შეადგინა 74.08 მილიარდი დოლარი.

მეორე კვარტალში BP–ის სუფთა მოგებამ შეადგინა 3.12 მილიარდი დოლარი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის 16.85 მილიარდი დოლარის სუფთა ზარალთან შედარებით. კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 1,7-ჯერ 36,47 მილიარდ დოლარამდე.

BP პროგნოზირებს მ/წლის მესამე კვარტალში ნავთობის მოპოვების ზრდას სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და მსხვილი პროექტების გამოცოცხლების ფონზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system