თავში

Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 68.97 ამერიკულ დოლარს შეადგენს

Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 68.97 ამერიკულ დოლარს შეადგენს
Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 68.97 ამერიკულ დოლარს შეადგენს

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ნავთობზე სწრაფად გაზრდილი ფასები ეტაპობრივად სტაბილურდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 68.97 ამერიკულ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება WTI Crude -ის ღირებულებას, მისი ფასი ამ ეტაპზე $62,35-ზე ფიქსირდება.

გუშინ კი, ორივე ტიპის ნავთობის ფასები რეკორდულად, 19%-ით იყო გაზრდილი. Brent ტიპის ნავთობის ბარელზე 71,95 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების მოულოდნელი მატება საუდის არაბეთის ორ უდიდეს ნავთობტერმინალზე განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია, რომლის უკანაც იემენელი ჰუსიტები იდგნენ.

მომხდარი თავდასხმის გამო ნავთობის მსოფლიო წარმოების დაახლოებით ხუთი პროცენტი შემცირდა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, საკუთარი ნავთობის რეზერვების გამოყენების ბრძანება გასცა, რამაც ფასების დასტაბილურებას შეუწყო ხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system