თავში

ბრიტანეთის ეკონომიკა რეკორდულად შემცირდა

ბრიტანეთის ეკონომიკა რეკორდულად შემცირდა
ბრიტანეთის ეკონომიკა რეკორდულად შემცირდა

ინგლისის ბანკის თქმით კორონავირუსის პანდემია ბრიტანეთის ეკონომიკას რეკორდულად შეამცირებს. მათი დათვლით, ეკონომიკა წელს სავარაუდოდ 14%-ით შემცირდება და ამის  მიზეზი დრამატულად შემცირებული სამუშაო ადგილები და შემოსავლებია. 

სავალუტო ფონდის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ბრიტანეთი ათწლეულზე მეტის შემდეგ პირველად განიცდის რეცესიას. ეკონომიკა წლის პiრველ კვარტალში 3%-ით შემცირდა, რასაც აპრილი, მაისი, ივნისის თვეში უპრეცედენტო 25%-იანი ვარდნა მოჰყვება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სოციალური დისტანცირების პოლიტიკა ამ პერიოდში განსაკთრებითაა გამკაცრებული. 

ეს ბრიტანეთის ეკონომიკის ტექნიკურ რეცესიას გამოიწვევს, თუმცა ინგლისის ბანკის დირექტორი ფიქრობს, რომ ეკონომიკა აღდგენას მალე შეძლებს და მთავრობის მხარდაჭერა ბიზნესის მიმართ, მნიშვნელოვნად გაამარტივებს ამ პროცესს.

წყარო: BBC.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system