თავში

ბრიტანეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანია გაკოტრდა

ბრიტანეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანია გაკოტრდა
ბრიტანეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანია გაკოტრდა

ბრიტანული სამოგზაურო კომპანია, მომხმარებელთა ფავორიტი „თომას ქუქი“ გაკოტრდა. როგორც „როიტერი“ წერს, ეს არის ბრიტანეთის ისტორიის მშვიდობიან პერიოდში, ყველაზე მასშტაბური შემთხვევა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათას დამსვენებელს შეუქმნა პრობლემა. 

უძველესი ბრიტანული კომპანია ფლობს სასტუმროებს, კურორტებს, ავიახაზებს და კრუიზებს, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 16 ქვეყანაში 19 მილიონ ადამიანს ემსახურება. ამ მომენტისთვის კომპანიას საზღვარგარეთ 600 ათასი ადამიანი ჰყავს გაყვანილი, რაც მთავრობებს და სადაზღვევო კომპანიებს აიძულებს, კოორდინირება გაუწიონ მათ სახლებში დაბრუნებას.

ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახური აცხადებს, რომ „თომას ქუქმა“ ვაჭრობა შეწყვიტა და კომპანია ქვეყნის მთავრობასთან იმუშავებს, რომ 150 ათასი ბრიტანეთის მოქალაქე ორი კვირის განმავლობაში სახლში დაბრუნდეს.

დავალიანების მაღალი დონის, ონლაინ კონკურენციის და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გამო, „თომას ქუქს“ 200 მილიონი ფუნტის პოვნა სჭირდება. კომპანიის კრიზისის გამო, 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შესაძლოა ანულირდეს. ტრანსპორტის ანაზღაურებადი თანამშრომლების ასოციაციამ, ბრიტანეთის ხელისუფლებას მიმართა, რომ კომპანიას რეალური ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. 

რამდენად არის აღნიშნულ ფაქტში "ბრექსიტის" წვლილი, ამ ეტაპზე უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system