თავში

ბრიტანეთში ავტომობილების წარმოება მინიმუმამდე დაეცა

ბრიტანეთში ავტომობილების წარმოება მინიმუმამდე დაეცა
ბრიტანეთში ავტომობილების წარმოება მინიმუმამდე დაეცა

გაერთიანებულ სამეფოში ავტომობილების წარმოება, ჩიპების დეფიციტის გამო, ოქტომბერში 41,4%-ით დაეცა. ამას მოწმობს საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოების (SMMT) მონაცემები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავტომობილების წარმოება ქვეყანაში 1956 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

გასულ თვეში ქვეყანაში 64 729 მანქანა იყო წარმოებული. ხოლო, ერთი წლით ადრე - 110 458.

შიდა ბაზრისთვის დამზადდა 11 608 მანქანა (38%-იანი კლება), ექსპორტისთვის - 53 121 (42%-იანი კლება). ამრიგად, დიდ ბრიტანეთში წარმოებული მანქანების 82%-ზე მეტი ექსპორტზე გავიდა. ამავდროულად, ევროპა რჩება ბრიტანული მანქანების მთავარ მიმართულებად, რომელიც მიწოდების 60%-ს შეადგენს. ევროპაში მიწოდება ოქტომბერში 29%-ით შემცირდა, იაპონიაში - 57%-ით, აშშ-ში კი - 67%-ით.

”ეს რიცხვები უკიდურესად საგანგაშოა და აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად მოქმედებს ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტი გაერთიანებული სამეფოს ავტომობილების მწარმოებლებზე და მათ მომწოდებლებზე,” - განაცხადა SMMT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ ჰოუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system