თავში

ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი 10-წლიან მინიმუმზეა

ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი 10-წლიან მინიმუმზეა
ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი 10-წლიან მინიმუმზეა

დიდ ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა, თუმცა უმუშევრობა მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა, ვინაიდან კომპანიების უმრავლესობამ თანამშრომლები სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.

მიუხედავად ამისა ეკონომისტები შიშობენ, რომ ოქტომბერში, როდესაც ეს პროგრამა დასრულდება, უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება.

2020 წლის მეორე კვარტალში სამსახური 220 000-მა ადამიანმა დაკარგა. ყველაზე მეტად პანდემიის დროს დაზარალდნენ 24 წლამდე პირები და ის დასაქმებულები, რომლებიც საპენსიო ასაკს უახლოვდებიან.

ბოლოს დასაქმებულთა რიცხვის ასეთი შემცირება 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system