თავში

ბრიტანეთში ენერგია ქარს, მზესა და წყალს მოაქვს

ბრიტანეთში ენერგია ქარს, მზესა და წყალს მოაქვს
ბრიტანეთში ენერგია ქარს, მზესა და წყალს მოაქვს

2040 წლისთვის დიდ ბრიტანეთში შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ტრანსპორტის გაყიდვა საერთოდ აიკრძალება. თუმცა, კიდევ 20 წლის გასვლამდე, გადავხედოთ რა ნაბიჯებს დგამს ამ მხრივ ბრიტანეთი და რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე. 1882 წლიდან პირველად ბრიტანეთის ენერგოსექტორში განახლებადი ენერგიის წილი გამომუშავებული ენერგიის ნახევარზე მეტს შეადგენს. The Guardian-ის ცნობით, ეს ბრიტანეთის ენერგოსექტორისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ის, რომ კუნძულოვანმა სახელმწიფომ ქარისგან და მზისგან უფრო მეტი ენერგია მიიღო, ვიდრე ნავთობის, გაზის და ნახშირისგან, ბრიტანეთის მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია. სტატისტიკის მიხედვით 2019 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განახლებად ენერგიაზე გამომუშავებული ენერგიის 52 პროცენტი მოდიოდა. აქედან ყველაზე დიდი წილი ქარის ენერგიაზე მოდის. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ქარის ელექტროსადგურები განსაკუთრებით ეფექტურია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, განსაკუთრებით შოტლანდიაში. 2019 წლის პირველ ნახევარში ქარის ელექტროსადგურებმა შოტლანდიაში ორჯერ მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე რეგიონს სჭირდება. ბრიტანეთის მთავრობის შემდეგი მიზანი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემაში რეფორმის ჩატარებაა. გეგმის მიხედვით 20 წლის განმავლობაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების რიცხვი ეტაპობრივად უნდა შემცირდეს.  განახლებადი ენერგია გარდა იმისა რომ მოპოვებისას არ იყენებს მილევად ბუნებრივ რესურსებს, ასევე წარმოების პროცესში არ ახდენს ჰაერის, ან წყლის დაბინძურებას. 

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system