თავში

ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ წერს

​ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს
ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ წერს

ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ნადია ბერდმა და ტომერ იფრამ საქართველოში სამი თვის წინ იმოგზაურეს და პრეს ტურის შემდეგ სტატია მოამზადეს. მათ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობდა. 

„ტურიზმი ომალოს და საქართველოს მიტოვებისგან იხსნის“ ჰქვია სტატიას, რომელიც The Guardian-ში გამოქვეყნდა. ავტორი თუშეთის მაცხოვრებლებთან ერთად ტურიზმის მნიშვნელობაზე, ეკოლოგიის დაცვაზე, ადგილობრივთა წეს-ჩვეულებებზე და ცხოვრებაზე საუბრობს.

ძალიან სასიამოვნოა როდესაც ტურისტები აქ ამოდიან. ეს კარგი შანსია გაესაუბრო უცხოელებს, ტურისტების აქ ჩამოსვლით ისინი ადგილობრივებს სამუშაოს უქმნიან. ჩვენი ბუნება ველური და ხელშეუხებელია და მინდა უცვლელი დარჩეს“,- ამბობს ქეთი თავბერიძე The Guardian-თან ინტერვიუში. 

ამჟამად ბავშვების აღზრდით ვარ დაკავებული, თუმცა ჩემი სურვილია თუშეთში საკუთარი საოჯახო სასტუმრო მქონდეს და ტურისტები მივიღო“,- ამბობს ნინო კითიძე, რომელიც წელიწადის რამდენიმე თვეს თუშეთში და ახმეტაში ატარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system