თავში

ბრიუს ლის ქალიშვილი სწრაფი კვების ქსელს უჩივის

ბრიუს ლის ქალიშვილი სწრაფი კვების ქსელს უჩივის
ბრიუს ლის ქალიშვილი სწრაფი კვების ქსელს უჩივის

BBC -ის ცნობით, მსახიობისა და კუნგ ფუს ოსტატის, ბრიუს ლის ქალიშვილმა სწრაფი კვების ქსელ Real Kungfu-ს თავისი მამის გამოსახულების გამოყენების გამო სასამართლოში უჩივლა. 

Real Kungfu-ს ლოგოზე კუნგ ფუს ოსტატის პოზაში მდგარი კაცია გამოსახული. კომპანიაში აცხადებენ, რომ სავაჭრო ნიშანი 15 წლის წინ დაარეგისტრირეს. Real Kungfu 1990 წელს დაარსდა და მთელი ჩინეთის მასშტაბით 600-მდე ფილიალი აქვს.

Real Kungfu-ს ლოგოზე ბრიუს ლის გამოსახულების გამოყენების გამო შენონ ლი სწრაფი კვების ქსელისგან კომპენსაციის სახით 210 მილიონი იუანის (30 მილიონი დოლარი) გადახდას ითხოვს.

შენონ ლის სარჩელი სასამართლოში შეტანილია კომპანია Bruce Lee Enterprises-ის სახელით, რომელიც ბრიუს ლის გამოსახულებაზე საავტორო უფლებებს ფლობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system