
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით 20 მილიონი 366.1 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა შემცირდა 3%-ით.
ტრანსპორტირების 74,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენზე მოდის.
იანვარ-ივლისში BTC-ით 15 მილიონი 244.4 ათასი ტონა ნავთობი იყო ტრანსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9% -ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში BTC–ით ნავთობის ტრანზიტმა 1 მილიონი 918.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 20,7%-ით ნაკლებია.