თავში

BTK- ით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 63%-ით გაიზარდა

BTK- ით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 63%-ით გაიზარდა
BTK- ით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 63%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მეშვეობით 13 610 TEU კონტეინერის ტრანზიტი განხორციელდა.

ADY Container-ის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 63%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.

ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გასულ თვეში. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა  2,1-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

7 თვის განმავლობაში გადაზიდული კონტეინერების 92%-ს ტრანზიტული ტვირთი წარმოადგენდა.

ტრანსპორტირებული საქონლის უმეტესობას ფერადი მეტალურგია და ქიმიური პროდუქტები, აგრეთვე მარცვლეული პროდუქტები, ქსოვილები, ცხოველების საკვები და სამშენებლო მასალები წარმოადგენს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. დღეისათვის მისი მეშვეობით ტრანსპორტირებულია 33,267 TEU კონტეინერი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system