თავში

BTK სწრაფ და უსაფრთხო საერთაშორისო კორიდორად მიიჩნევა

BTK სწრაფ და უსაფრთხო საერთაშორისო კორიდორად მიიჩნევა
BTK სწრაფ და უსაფრთხო საერთაშორისო კორიდორად მიიჩნევა

2020 წელს თურქეთის რკინიგზაზე საექსპორტო მიმოსვლა 35-ჯერ გაიზარდა.

ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის გენერალური დირექტორი ჰასან პეზუკი აცხადებს.

მისი თქმით, 2019 წელს თურქეთის რკინიგზამ გადაიყვანა 165 მილიონი მგზავრი, ხოლო 2020 წელს გააქტიურდა სატვირთო გადაზიდვები.

"2020 წელს მუდმივად მზარდი ტვირთის გადაზიდვამ 30 მილიონ ტონას მიაღწია. ამჟამად, ჩვენ გავააქტიურეთ ტვირთები ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზით, ევროპაში, ირანში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში, რუსეთსა და ჩინეთში.

"შუა დერეფანი" (ტრანს-კასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი), ჩვენი ქვეყნის პორტის ქსელის გამო, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ტვირთის ტრანსპორტირებისთვის აზიიდან ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. გარდა ამისა, ჩვენი საექსპორტო ტრანსპორტი, რომელიც კომბინირებულად ხორციელდება სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, კვლავ კონცენტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები ყველაზე სასარგებლო გზით და ეს გზაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტი ”, - თქვა პეზიუკმა.

მისი თქმით, ბოლო 18 წლის განმავლობაში, რკინიგზის სექტორის მნიშვნელობა იზრდება.ამ პერიოდში თურქეთნა 171,6 მილიარდი თურქული ლირა ჩაიდო რკინიგზის სექტორში. 

პეზუკმა აღნიშნა, რომ თურქეთმა ს 3 საექსპორტო საკონტეინერო მატარებელი გაგზავნა ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის გავლით, ხოლო 11 მატარებელი ამავე მარშრუტთ საპირისპირო მიმართულებით წამოვიდა.

”ჩვენი პირველი საექსპორტო მატარებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკით ასევე გაიგზავნა თურქეთიდან BTK– ით რუსეთში. ბაქო-თბილისი-ყარისის გამოყენებით ჩვენი ექსპორტიორები და იმპორტიორები  გავაქტიურებენ ტვირთბრუნვას. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ მოთხოვნა ტრანსპორტირებაზე BTK-სა და რკინის აბრეშუმის გზაზე იზრდება,"  - ამბობს თურქეთის რკინიგზის პირველი პირი და დასძენს, რომ ეს დერეფნები უფრო მომგებიანი, სწრაფი და უსაფრთხოა. სწორედ ამ უპირატესობების წყალობით, პეზუკის განმარტებით, ექსპორტის ტვირთი თურქეთიდან რუსეთში მიდის 8 დღეში, ჩინეთიდან თურქეთში 12 დღეში, ჩინეთიდან ევროპაში კი 18 დღეში.

შეგახსენებთ, თურქეთ-რუსეთის ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადმომისამართდება. თურქეთიდან რუსეთში პირველი საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელმაც მარშრუტი 9 თებერვალს დაასრულა, მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა სარკინიგზო ვაჭრობის გაფართოებისთვის. 

2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთშიც ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system