თავში

ბულგარეთში კერძო ლატარეა აიკრძალა

ბულგარეთში კერძო ლატარეა აიკრძალა
ბულგარეთში კერძო ლატარეა აიკრძალა

ბულგარეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს აზარტული თამაშების შესახებ, რომელიც კერძო ლატარეის აკრძალვას ითვალისწინებს.

ამით ქვეყნის მთავრობა გეგმავს ერთი მილიარდი ბულგარული ლევის ბრუნვის მქონე (ანუ 562 მილიონი დოლარიანი ბაზრის) ინდისტრიის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევას

ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

ახალი კანონპროექტის თანახმად, კერძო ლატარეის კომპანიებს სახელმწიფო ორგანო, ბულგარეთის სპორტის ტოტალიზატორი ჩაანაცვლებს, რაც შემოსავალს გაზრდის და რომლის ნაწილიც სპორტის ფედერაციებისა და სპორტის განათლებას მოხმარდება. კანონი ასევე კრძალავს ლატარეის ბილეთების სკოლებთან გაყიდვას.

პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს შეზღუდვის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა დაიწყეს დარგში სავარაუდო სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება. გამოძიების ფარგლებში დღეს რეიდები ჩატარდა აზარტული თამაშების სახელმწიფო კომისიის ოფისში, ასევე რამდენიმე კერძო კომპანიაში.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია კორუფციისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ, ასევე სპორტის დაფინანსების გაზრდისკენ.

ჩვენ წარვადგინეთ უფრო მკაცრი კონტროლი აზარტული თამაშების ყველაზე გავრცელებულ სახეობაზე, ლატარეაზე. კანონის მთავარი მიზანია, შევამციროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პანდემია, რომელიც საფრთხეს უქმნის მოთამაშე პირების ჯანმრთელობას, ფინანსებს და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი“, – განაცხადა ბულგარეთის პარლამენტის წევრმა ვალერი სიმეონოვმა.

კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი კანონპროექტი ვერ შეამცირებს ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, რადგან ის არ ეხება ლატარეის რეკლამას. ლატარეის ოპერატორი კომპანიები კი მიიჩნევენ, ეს კერძო ბიზნესის ხელყოფა და ნაციონალიზაციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system