თავში

BUS LANE-ბის შუაში განთავსებით მერიამ 500 მილიონი დაზოგა

BUS LANE-ბის შუაში განთავსებით მერიამ 500 მილიონი დაზოგა
BUS LANE-ბის შუაში განთავსებით მერიამ 500 მილიონი დაზოგა

თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების მიმართულების შეცვლამ და BUS LANE-ბის შუაში განთავსებამ მერიას 500 მილიონი ლარის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა.

წილოსანის განმარტებიტ, საავტობუსე ზოლები შიაში იმიტო განთავსდა, რომ თავიდან აცილებულიყო ავტობუსების მოძრაობის შეფერხება, რითაც მგზავრის ლოდინის დრო იზრდებოდა.

"ჭავჭავაძის გამზირზე არის ბევრი კვეთები, რაც იწვევდა ავტობუსების მოძრაობის სიჩქარის 30%-ით შეფერხებას და შესაბამისად, მოლოდინის დრო მგზავრებისთვის გაიზრდებოდა. იმის გამო, რომ გვინდოდა მოლოდინის დრო შეგვენარჩუნებინა, უნდა დაგვემატებინა ავტობუსები, რაც დამატებით 300 მილიონი ლარით მეტი დაგვიჯდებოდა. ამას დაემატებოდა 200 მილიონი საოპერაციო ხარჯები 10 წლიან ჭრილში. ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ დაიგეგმა პროექტი ისე, როგორც ახლა არის," - ამბობს წილოსანი.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. დღეიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ავტობუსები ჭავჭავძის გამზირზე სატესტო რეჟიმში ივლიან. ხოლო შაბათიდან მოძრაობა ახალი გრაფიკით დაიწყება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მძღოლების გადამზადებასაც აპირებს. ახალი სქემის ამოქმედებამდე მათ ტრენინგები ჩაუტარდებათ.

ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაცია გასული წლის ზეფხულში დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციეელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავდა. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით გამზირზე მოეწყო ველობილიკიც. როგორც მერიაში აცხადებენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირი სრულად არის ადაპტირებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system