თავში

CAREC-ი ხარჯიან ლოგისტიკურ სისტემად აღიქმება

CAREC-ი ხარჯიან ლოგისტიკურ სისტემად აღიქმება
CAREC-ი ხარჯიან ლოგისტიკურ სისტემად აღიქმება

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის, CAREC-ი, (Central Asian Regional Economic Cooperation)  მსოფლიოში ხარჯიან ლოგისტიკურ სისტემად აღიქმება. მიზეზები დეტალურადაა განმარტებული "აბრეშუმის გზის" შესახებ ბოლო საერთაშორისო კვლევაში. დოკუმენტის მიხედვით,  ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონი, ფერღანის ხეობა, სასაზღვრო ხაზების მოზაიკას წარმოადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელის გაწვდენაზე არსებული ძირითადი პროდუქტები ათობით კილომეტრით დაშორებული ოფიციალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით შეიძლება მიღებული იქნას მხოლოდ. 

"ესაა ერთ-ერთი ფაქტორი, რომლებიც განაპირობებს იმას, რომ ცენტრალური აზია აღიქმება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხარჯიანი ლოგისტიკური სისტემის მქონე რაიონად, რომელიც საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 20 %-ს შეადგენს (მაგ., 18 %-ს - ყაზახეთში, 23 %-ს - ტაჯიკეთში), მაშინ როცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ( Organization for Economic Co-operation and Development) ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 9 %-ს უტოლდება," - ვკითხულობთ კვლევაში. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ CAREC-ის უმეტესობა ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (Logistics Performance Index - LPI) მაჩვენებელი დაბალია. CAREC-ის წევრი 11 ქვეყნიდან რვა 167 ქვეყნისაგან შედგენილ ჯგუფში მე-100 ადგილს ქვემოთ იკავებს პოზიციას, და მხოლოდ 3 ქვეყანაა ზემოთ: ჩინეთი (27-ე ადგილი), ყაზახეთი (77) და პაკისტანი (95). აქვე ხაზგასმულია, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ცენტრალური აზია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უბანია, სადაც ტვირთნაკადების მოცულობა ორნიშნა რიცხვით იზრდება. 

ნავარაუდევია, რომ CAREC-ის დერეფანში ტვირთნაკადები გარკვეულ დერეფნებში შეიძლება სამჯერ გაიზარდოს 2050 წლისათვის.

"CAREC-ის ქვეყნებში მოცემულ მომენტში ინფარსტრუქტურის განვითარების სფეროში არსებული გეგმები სავარაუდოდ გააუმჯობესებს დაკავშირებულობას და ქმედითობას, თუმცა შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს მომავალში მთელი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვა და პრაქტიკა CAREC-ის უმეტესობა ქვეყნებში ხასიათდება გარკვეული ნაკლოვანებებით და მასზე გავლეას ახდენს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რესურსების არაკეთილგონივრული გადანაწილება," - ვკითხულობთ კვლევაში. 

შეგახსენებთ,CAREC-ის დერეფნის გაციფრულება გაზრდის ამ დერეფნის პოტენციალს. CAREC-ის დერეფანში საქართველო-აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო ციფრული პლატფორმა იქმნება.

ქართული მხარის განმარტებით, ციფრულ ინტეგრაციას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.

CAREC-ის წევრი 11 ქვეყნის სარკინიგზო სისტემებს იკვლევენ. პროექტს "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს. სამუშაო ჯგუფმა სარკინიგზო სფეროში (Railway Working Group) შეიმუშავა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია 2017-2030 წლებში. ამავე ჯგუფმა აამოქმედა პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა“ (technical assistance - TA), რომელიც მოცემულ მომენტში ხორციელდება.

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის, CAREC-ის, (Central Asian Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნებია: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, და უზბეკეთი. საქართველო CAREC-ის რეგიონული ორგანიზაციის წევრია 2016 წლის ოქტომბრიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system