თავში

CAREC-ის ქვეყნების უმეტესობაში ლოგისტიკური ინდექსი დაბალია

CAREC-ის ქვეყნების უმეტესობაში ლოგისტიკური ინდექსი დაბალია
CAREC-ის ქვეყნების უმეტესობაში ლოგისტიკური ინდექსი დაბალია

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის, CAREC-ის (Central Asia Regional Economic Cooperation), წევრი ქვეყნების უმეტესობაში მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (Logistics Performance Index - LPI) მაჩვენებელი დაბალია. ამის შესახებ აღნიშნულია "აბრეშუმის გზის" შესახებ ბოლო საერთაშორისო კვლევაში. დოკუმენტში განმარტებულია, რომ CAREC-ის წევრი 11 ქვეყნიდან რვა 167 ქვეყნისაგან შედგენილ ჯგუფში მე-100 ადგილს ქვემოთ იკავებს პოზიციას, და მხოლოდ 3 ქვეყანაა ზემოთ: ჩინეთი (27-ე ადგილი), ყაზახეთი (77) და პაკისტანი (95). მიუხედავად არსებული პრობლემებისა, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ცენტრალური აზია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უბანია, სადაც ტვირთნაკადების მოცულობა ორნიშნა რიცხვით იზრდება. CAREC-ის დერეფანში 2050 წლისათვის ტვირთნაკადების  სამჯერ ზრდასაც პროგნოზირებენ.

CAREC-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხარჯიან ლოგისტიკურ სისტემად აღიქმება. CAREC-ის რაიონი საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 20 %-ს შეადგენს (მაგ., 18 %-ს - ყაზახეთში, 23 %-ს - ტაჯიკეთში), მაშინ როცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ( Organization for Economic Co-operation and Development) ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 9 %-ს უტოლდება.

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის CAREC (Central Asia Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ავღანეთი, თურქმენეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, და ჩინეთი) მხოლოდ სამ ქვეყანას, საქართველოს, პაკისტანს და ჩინეთს, აქვს საზღვაო პორტები. კიდევ სამ ქვეყანას, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და თურქმენეთს, აქვს პორტები კასპიის ზღვაში, რომელსაც არ აქვს გასასვლელი სხვა ზღვაში. CAREC-ის წევრი ქვეყნების უმეტესობა ექსპორტის და იმპორტის სატრანსპორტო მომსახურების დროს იმ ქვეყნების საზღვაო პორტებს ეყრდნობა, რომლებიც არ შედიან CAREC-ის ჯგუფში. ეს ასპექტი CAREC-ის იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე, ძლიერ დამოკიდებულს ხდის მესამე ქვეყნების, უმეტესწილად, რუსეთის, თურქეთის და ირანის, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ქსელის გამტარიანობაზე. გარდა ამისა, პორტები CAREC-ში არშემავალ ქვეყნებში, როგორიცაა კორეის რესპუბლიკა, ინდოეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მიწოდების ჯაჭვებში CAREC-ის იმ ქვეყნებისაკენ და უკუმიმართულებით, რომელთაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე.

რა როლი აქვს CAREC-ში საქართველოს პორტებს, რა ხდება ქვეყნის პორტებში, ვინ რა ფორმით მართავს ქართულს პორტებს, რა პრობლემებს ქმნის საპორტო სფეროში სახელმწიფო რეგულირების არარსებობა, ნახეთ აქ. 

შეგახსენებთ, CAREC-ის დერეფნის გაციფრულება გაზრდის ამ დერეფნის პოტენციალს. CAREC-ის დერეფანში საქართველო-აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო ციფრული პლატფორმა იქმნება.

ქართული მხარის განმარტებით, ციფრულ ინტეგრაციას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში.

CAREC-ის წევრი 11 ქვეყნის სარკინიგზო სისტემებს იკვლევენ. პროექტს "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს. სამუშაო ჯგუფმა სარკინიგზო სფეროში (Railway Working Group) შეიმუშავა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია 2017-2030 წლებში. ამავე ჯგუფმა აამოქმედა პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა“ (technical assistance - TA), რომელიც მოცემულ მომენტში ხორციელდება.

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის, CAREC-ის, (Central Asian Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნებია: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, და უზბეკეთი. საქართველო CAREC-ის რეგიონული ორგანიზაციის წევრია 2016 წლის ოქტომბრიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system