თავში

CAREC-ის წევრი 11 ქვეყნის სარკინიგზო სისტემებს იკვლევენ

CAREC-ის წევრი 11 ქვეყნის სარკინიგზო სისტემებს იკვლევენ
CAREC-ის წევრი 11 ქვეყნის სარკინიგზო სისტემებს იკვლევენ

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის CAREC (Central Asian Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნების (ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, და უზბეკეთი) სამუშაო ჯგუფმა სარკინიგზო სფეროში (Railway Working Group) შეიმუშავა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია 2017-2030 წლებში. ამავე ჯგუფმა აამოქმედა პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა“ (technical assistance - TA), რომელიც მოცემულ მომენტში ხორციელდება.

პროექტს "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს.

ამის შესახებ report.ge-ს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბიდან აცნობეს. კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა გვიხსნის, რომ „ტექნიკური მხარდაჭერის“ ფარგლებში ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა CAREC-ის სატრანსპორტო მოდელის შემუშავება, რათა შეიქმნას წარმოდგენა CAREC-ის სარკინიგზო დერეფნების კონკურენტუნარიანობის და პოტენციალის შესახებ. 

მისივე თქმით, მოცემულ მომენტში მოდელი მთლიანად შემუშავებულია და მზად არის გამოყენებისათვის (წინასწარი) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად და გადაზიდვების სხვა სახის ანალიზების ჩასატარებლად. მოდელი აფასებს სატვირთო გადაზიდვებს და მგზავრთა გადაყვანას ტრანსპორტის სახეობების მიხედვით, კონკრეტულ მარშრუტებზე და მაკავშირებელ რგოლებში. 

გოჩავა დარწმუნებულია, რომ CAREC-ის „ტექნიკური მხარდაჭერის“ რეალიზაციის პროცესში აუცილებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი მოდელზე და მის მუდმივ განახლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი შრომისუნარიანობა მომავალში.

"2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა CAREC-ის წევრი ქვეყნების სარკინიგზო სექტორის შეფასებაზე. სარკინიგზო სექტორის შეფასების ანგარიშებში აღწერილია სარკინიგზო ქსელი, ორგანიზაცია, ტენდენცები გადაზიდვის სფეროში, საბაზრო კონკურენტუნარიანობა, საოპერაციო და საფინანსო მაჩვენებლები. აგრეთვე წინადადებები ინვესტივიების განხორციელების და რეფორმების ჩატარების სფეროში, ცალკეული წევრი-ქვეყნების მიხედვით. ინფორმაციის შეგროვების, ქვეყნებთან კონსულტაციების გამართვის, მონახულების და ანკეტების შედგენის პროცესის ინტენსიურად ჩატარების შემდეგ, მუშაობა CAREC-ის წევრი 11 ქვეყნის სარკინიგზო სისტემების შესახებ ანგარიშების შედგენაზე დასრულებულია და მათი ინგლისური ვერსია დაიდება CAREC-ის ვებ-გვერდზე 2021 წლის 29 იანვარს, ხოლო რუსული ვერსია - 2021 წლის მარტში. აღნიშნულ ანგარიშებში მოცემულია შესაძლებლობათა, გამოწვევათა და დაბრკოლებათა ამომწურავი ანალიზი ცენტრალური აზიის რკინიგზებისათვის. ქვეყნების მიხედვით ანგარიშებს დაემატება ვრცელი ანგარიში, რომელშიც განზოგადოებული იქნება ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები CAREC-ის სარკინიგზო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით. გეგმის მიხედვით აღნიშნული ანგარიშის შემუშავება უნდა დასრულდეს 2021 წლის ივნისში და ის აიტვირთება CAREC-ის ვებ-გვერდზე," - გვიხსნის დავით გოჩავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system