თავში

ჭარბვალიანობის მძიმე სენი დამარცხებულია - მამუკა ბახტაძე

ჭარბვალიანობის მძიმე სენი დამარცხებულია - მამუკა ბახტაძე
ჭარბვალიანობის მძიმე სენი დამარცხებულია - მამუკა ბახტაძე

საკუთარ ბეისბუქგგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას პოსტის დატოვების შესახებ აცნობა, ექსპრემიერი ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჭარბვალიანობასა და რეგიონულ განვითარებაზე. როგორც წერილსი ვკითხულობთ, მისი ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეძლო ქვეყანაში დამკვიდრებულიყო თამაშის სამართლიანი წესები ფინანსურ ბაზარზე.

„ეკონომიკის ქრონიკული დამოკიდებულება ვალზე აისახა მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ქართველი ხალხის ძარცვისკენ. მსოფლიოში ვერ ნახავთ წარმატებულ ქვეყანას, სადაც მსგავსი ტიპის თამაშის წესები არსებობს, როდესაც 800-1000%-იან პროცენტებსა და ჯარიმებს ახდევინებდნენ მოსახლეობას. ეს იყო ყოვლად ამორალური, წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხების გაცემა, იმაზე გათვლით, რომ მოქალაქე დაკარგავდა ბინას ან სხვა ქონებას! ჩვენ დავაწესეთ:
- პროცენტის მაქსიმალური ზღვარი;
- ჯარიმებისა და საურავების ნებისმიერი დამატებითი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი;
- 200 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში,” - წერს ექსპრემიერი და იქვე მადლობას უხდის ფონდ „ქართუს“, რომლის დახმარებითაც 600 000 ადამიანი სესხის გარეშე შეხვდა 2019 წელს.

აღნიშნულ წერილში საუბარია რეგიონული განვითარების სწორ კურსსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც.

„2016 წელთან შედარებით, 2/3-ით გავზარდეთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ხოლო 2019 წლის პირველ 8 თვეში 45%-ით გავზარდეთ ათვისება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ დაგვეწყო რეგიონების თანაბარი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე განხორციელებული შესყიდვებით მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სიტუაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით,” - ვკითხულობთ წერილში.

აქვე ექსპრემიერი ყურადღებას ამახვილებს იმ დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მისი განმარტებით, დიდი ქალაქები უნდა ჩამოყალიბდეს ურბანულ ცენტრებად, აუცილებელია უსწრაფესად მოხდეს ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია და მოწესრიგდეს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა. დღის წესრიგშია ასევე მთის კურორტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპისა და მასშტაბის ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system