თავში

"ჩავარდა" თუ არა აქციზის გადასახადის გეგმა

"ჩავარდა" თუ არა აქციზის გადასახადის გეგმა

„აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 287.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 175 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით“, - წერია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზეა ატვირთული.


„გადასახადის ამ სახეში დანაკლისი გამოიწვია 2019 წლის მანძილზე თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და შესაბამისად თუთუნის მოხმარების (რომლის დაბეგვრა პრაქტიკაში მინიმალური განაკვეთით ხდება) მნიშვნელოვანმა ზრდამ“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ჯამურად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2019 წლისთვის განსაზღვრულია 10 540.4 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 52.7 მლნ ლარით მეტია.

„საგადასახადო შემოსავლები - დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში არ იცვლება და კვლავაც განისაზღვრება 9 645.0 მლნ ლარით, თუმცა მნიშვნელოვნად დაკორექტირდა მისი კომპოზიცია: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 3 150.0 მლნ ლარით (მცირდება 16 მლნ ლარით).

საშემოსავლო გადასახადის პროგნოზის შემცირება ძირითადად უკავშირდება დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებას და სისტემაში პროგნოზირებულზე მეტი ადამიანის დარჩენას;

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 855.0 მლნ ლარით, რაც 74 მლნ ლარით აღემატება დამტკიცებულ მაჩვენებელს. გადასახადის ამ სახეში დამატებითი მიღებული შემოსავლები გამოწვეულია გადამხდელთა მიერ მოგების პროგნოზირებულზე მაღალი განაწილებით.

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 071.0 მლნ ლარით, რაც 35 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის პირველად გეგმას. გადასახადის ამ სახეში მიღებული შემოსავლების დინამიკა ძირითადად გამოწვეული საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებით.

ამასთან, ნაერთი ბიუჯეტში დღგ გადასახადი იზრდება 43 მლნ ლარით და შესაბამისი 19% მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში;

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 287.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 175.0 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით.

გადასახადის ამ სახეში დანაკლისი გამოიწვია 2019 წლის მანძილზე თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და შესაბამისად თუთუნის მოხმარების (რომლის დაბეგვრა პრაქტიკაში მინიმალური განაკვეთით ხდება) მნიშვნელოვანმა ზრდამ;

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 75.0 მლნ ლარით, რაც 8 მლნ ლარით ნაკლებია თავდაპირველ გეგმასთან შედარებით. განახლებული გეგმა ასახავს იმპორტის არსებულ ტენდენციებს, რაზეც მათ შორის გავლენას ახდენს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები.

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 207.0 მლნ ლარით, რაც 90 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ გეგმას.

სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 45 მლნ ლარით და განისაზღვრება 505.0 მლნ ლარით, ზრდა გათვალისწინებულია პროცენტის და სანქციების/ჯარიმების მუხლით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის დაგეგმილზე მაღალი დივიდენდით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system