თავში

ჩეხეთი ქართული ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს

ჩეხეთი ქართული ენერგეტიკული სექტორის ​მხარდასაჭერად
ჩეხეთი ქართული ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს

ახალი ჩეხურ-ქართული სამეცნიერო პროგრამა ამოქმედდა. საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო - პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გიორგი ტრაპაიძემ და ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, პეტრ ნოვაკმა პრეზენტაცია გახსნეს.

ჩეხეთის ელჩმა ხაზი გაუსვა ამ პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის, როგორც მაღალი ჰიდროელექტროენერგიული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის. 

ENERGO-PRO Georgia-ს ჩართულობას პროექტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს კერძო სექტორისა და ჩეხეთისა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის მაგალითს.

პროექტი ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას უწყობს ხელს. პროექტის მთავარი მიზანი ჰიდროენერგეტიკული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესებში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა. ეს თანამშრომლობა ჩეხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორებისთვის გამოცდილების გაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

პროექტი მიზნად ისახავს სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, სტუდენტთა დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდას ჩეხეთის რესპუბლიკაშივ ჰესების მონახულებისა და სემინარებზე დასწრებით ან ობლაინ-რეჟიმის მეშვეობით (COVID-19-ის სიტუაციის გათვალისწინებით). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system