თავში

ჭეშმარიტება აუცილებლად დაიბადება - ნათია თურნავა

ჭეშმარიტება აუცილებლად დაიბადება - ნათია თურნავა
ჭეშმარიტება აუცილებლად დაიბადება - ნათია თურნავა

საქართველოში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე ჩამოვა, რომელთანაც "ნამახვანჰესის" საკითხი განიხილება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირი მედიატორის, დამხმარე ფუნქციას შეასრულებს. 

"მთავარია ჩვენ და ის მოსახლეობა ვინც აპროტესტებს პროექტს, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვიზაც აქვს შეკითხვები და ის ენერგეტიკული კომპანიები, ვისაც ასევე აქვს შეკითხვები და პრობლემები, ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ჩვენი, ქართული ენერგეტიკის ხვალინდელზე და აქ აუცილებლად შევთანხმდებით", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მისი განცხადებით, მედიაციის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ერთად დასხდება და ერთი მაგიდის ირგვლივ განიხილავს ყველა საჭირბოროტო საკითხს, მათ შორის ამ პროექტთან დაკავშირებით. თურნავა აცხადებს, რომ პროექტი შედგება ისე, რომ დაცული იყოს ყველა მხარის ინტერესები. "მთავარი საქართველოს ინტერესია, რომ ჩვენ ენერგეტიკულად ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და ჩვენი საკუთარი ადგილობრივი განახლებადი რესურსი განვითარდეს", - აცხადებს თურნავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system