თავში

ჭიათურის საბაგიროს გამართვა 40 მილიონი ლარი ჯდება

ჭიათურის საბაგიროს გამართვა 40 მილიონი ლარი ჯდება
ჭიათურის საბაგიროს გამართვა 40 მილიონი ლარი ჯდება

ჭიათურაში საბაგირო გზების 4-დან 2 მიმართულების, ლეჟუბანისა და სანატორიუმის, მონტაჟი და ტესტირება დასრულებულია. დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობაც და ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასრულების ფაზაშია დანარჩენი ორი მიმართულების ელექტრო გამართვა, რის შემდეგაც დაიწყება ამ მიმართულებების ტესტირების პროცესიც.

შეგახსენებთ, პროექტში ჩართულები არიან ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, ხოლო რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანია Pomagalski-იმ.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოსს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით განახორციელა და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system