თავში

ჩინელმა სტუდენტებმა Apple-ს უჩივლეს

ჩინელმა სტუდენტებმა Apple-ს უჩივლეს
ჩინელმა სტუდენტებმა Apple-ს უჩივლეს

პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და დონგუას უნივერსიტეტის სტუდენტები გაერთიანდნენ და კომპანია Apple-ის წინააღმდეგ საერთო სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

სტუდენტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ Apple-ის ახალ პროდუქტებს დამტენები აღარ მოჰყვებათ. სარჩელის თანახმად, სტუდენტებს სურთ, რომ Apple-მა კომპლექტში დამტენები კვლავ დააბრუნოს.

უცხოური მედიის ცნობით, საქმე მიმდინარე წლის სექტემბერში აღიძრა. იგი ამ დროისთვის დამატებითი მტკიცებულებებისა და წერილობითი მასალების შეტანის ეტაპზეა. 

მოსარჩელე ირწმუნება, რომ Apple მნიშვნელოვნად არღვევს მომხმარებელთა ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს. სტუდენტები თვლიან, რომ მომხმარებლების უმეტესობა და Apple-ის თანამშრომლებიც კი ერთნაირად დაბნეული და აღშფოთებული არიან დამტენებთან დაკავშირებული ფაქტით, თუმცა, უმეტესობა ამაზე დუმს.

ცნობისთვის, კომპანიის ახალ გამოშვებულ მოდელებს დამტენი არ მოჰყვება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება გარემოს დასაცავად იქნა მიღებული. თუმცა, ბევრ მომხმარებელს არ სჯერა, რომ Apple სიმართლეს ამბობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system