თავში

ჩინეთი და საფრანგეთი $15-მილიარდიან სავაჭრო კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და საფრანგეთი $15-მილიარდიან სავაჭრო კონტრაქტზე შეთანხმდნენ
ჩინეთი და საფრანგეთი $15-მილიარდიან სავაჭრო კონტრაქტზე შეთანხმდნენ

Deutsche Welle -ს ინფორმაციით, საფრანგეთი და ჩინეთი 15 მილიარდი დოლარის მოცულობით სავაჭრო კონტრაქტზე შეთანხმდნენ. შეთანხმება აერონავტიკის, ენერგიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ვაჭრობას გულისხმობს. 20-მა ფრანგულმა კომპანიამ ჩინეთში ფრინველის, საქონლისა და ღორის ხორცის ექსპორტზე უფლება მოიპოვა. მაკრონმა და სი ძინპინმა კონტრაქტის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელიც მედიისთვის ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. მაკრონი ჩინეთს 30-კაციანი ბიზნესდელეგაციით ესტუმრა.

ეს ამბავი ჩინეთსა და აშშ-ს შორის მძიმე ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე გავრცელდა.

აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო. 2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა. მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ 5140 დასახელების პროდუქტს 20-დან 25%-მდე ჩინეთიც ბეგრავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system