თავში

ჩინეთი ევროკავშირის პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა

ჩინეთი ევროკავშირის პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა
ჩინეთი ევროკავშირის პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა

2020 წელს ჩინეთი პირველად გახდა ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. მან ამ პოზიციაზე ევროკავშირის ისტორიული მოკავშირე შეერთებული შტატები შეცვალა. 

ევროკომისიის სტატისტიკური სააგენტოს, Eurostat– ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ევროკავშირის იმპორტი ჩინეთიდან 5.6% -ით გაიზარდა და 383.5 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო ექსპორტი ჩინეთში - 2.2% -ით და 202.5 მილიარდი ევროთი. 

შეერთებულ შტატებთან დინამიკა საპირისპიროა - ამერიკული იმპორტი ევროკავშირში შემცირდა 13,2% -ით - 202 მილიარდი ევრო, ხოლო ევროკავშირის ექსპორტი შეერთებულ შტატებში 8,2% -ით შემცირდა - 353 მილიარდი ევრო.

ცნობისთვის, ჩინეთსა და ევროპას შორის სარკინიგზო ტვირთბრუნვა გაიზარდა.  2021 წლის იანვარში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის  შესრულდა 1165 სამატარებლო რეისი, რაც 66 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნული მატარებლებით გადაიზიდა 109000 TEU, რაც 73 %-ით მეტია 2020 წლის იანვარში გადაზიდულთან შედარებით.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელი დაასრულა საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდით. 

ევროკავშირი და ჩინეთის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარი ევროპული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და პროგნოზირებადი გახდება.

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 2013 წლიდან მიმდინარეობს. ექსპერტების აზრით, ევროპული ბიზნესი უფრო მეტ უპირატესობას მიიღებს ჩინეთში, ვიდრე ამერიკული ბიზნესი.

ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ის არის "რკინის აბრეშუმის გზის" მონაწილე ქვეყანა. "რკინის აბრეშუმის გზა" კი აზიას, ჩინეთს, აკავშირებს ევროპასთან და თუ ამ დერეფანში ტვირთი გაიზრდება, ეს საქართველოს შემოსავლებს გაუზრდის.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთში ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

"ტრანსპორტირების დრო შემცირდა 13 დღემდე რკინიგზის გამო, ხოლო ტვირთის მიწოდება საზღვაო გზით ხდებოდა 35-40 დღეში," - განაცხადა რუხსარ პეკჟანმა.

მინისტრის თქმითვე, თურქეთი აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში. ქვეყანა 5,582 რეგიონალურ პროექტშია ჩართული, რომელთა ღირებულება $ 201,9 მილიარდია.

2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

შეგახსენებთ, სპეციალისტები საქართველოსთვის რეეგიონისა და კონტინენტთაშორის მთავარი სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებას სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნევენ. უფრო მეტიც, აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს დეოკუპაციის შესაძლებლობასაც კი ხედავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system