თავში

ჩინეთიდან ევროპისკენ, ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით, პირველი მატარებელი უკვე გზაშია

პირველი მატარებელი უკვე გზაშია
ჩინეთიდან ევროპისკენ, ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით, პირველი მატარებელი უკვე გზაშია

პირველი შეუფერხებელი სარკინიგზო გადაადგილება ევროპაში ბაქო–თბილისი–ყარსის დერეფნით დაიწყო. მატარებელს ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით ჩინეთის სიანიდან პრაღაში საყოფაცხოვრებო ტექნიკით დატვირთულ 42 კონტეინერი გადააქვს.

მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით მოძრაობს, გახდება პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ევროპის მიმართულებით ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტს თურქეთში მდებარე მარმარის გვირაბის გავლით გაივლის.

ახალი სარკინიგზო მარშრუტის შუალედური წერტილი გახდება სტამბული, სადაც 5 ნოემბერს ახალი მატარებლის საზეიმო დახვედრა მოეწყობა.

მარშრუტი გადის ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთზე, ასევე შავი და ხმელთაშუა ზღვის პორტებზე. სწორედ ეს ქვეყნები მონაწილეობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ასოციაციაში.

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვების მიზნობრივი მოცულობა შეადგენს 60 ათას TEU-ს (პირობით ერთეულს), რაც გასული წლის მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system